CDD სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის წევრია

2015 წლის 1 ივნისს ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის შეხვედრა, სადაც ჩამოყალიბდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშკრულების 412 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა.

 

აღნიშნულ შეხვედრაზე გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების პლათფორმის არჩევნები, სადაც კენჭისყრის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის წევრებად არჩეულნი იქნენ:

 

პირველი სამუშაო ჯგუფი

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - ანა ნაცვლიშვილი
  • განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი- ქეთევან ჩაჩავა
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - ეკა გიგაური
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია - ნათია კუპრაშვილი

მეორე სამუშაო ჯგუფი

  • ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“ - ნინო ელიზბარაშვილი
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი -კახა გოგოლაშვილი
  • ასოციაცია „ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“ - ოლეგ შატბერაშვილი
  • ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ - მაკა ჯორჯაძე

მესამე სამუშაო ჯგუფი

  • ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ - მანანა ქოჩლაძე
  • საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - ნინო ჩხობაძე

მეოთხე სამუშაო ჯგუფი

  • სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი - ალექსანდრა კალატოზიშვილი
  • გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი - ნატო ბაჩიაშვილი

დამატებითი ინფორმაციისთვის იხიელთ შეხვედრის ოქმი

2-06-2015