CDD თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თანამშრომლები ღრმად ვართ დამწუხრებული თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რამაც უამრავი სიცოცხლე იმსხვერპლა. ვუსამძიმრებთ ყველა დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, ეს უდიდესი ტერაგედიაა სრულიად ჩვენი ქვეყნისთვისა და თითოეული მისი მოქალაქისათვის.

 

ამ მძიმე ტრაგედიამ საქართველოში უპრეცედენტო სოლიდარობა და თანაგრძნობა გამოიწვია, ორი დღის მანძილზე არ წყდება თბილისის ქუჩებში სამაშველო სამუშაოები და არ იკლებს მოხალისე ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, თავისი წვლილი შეიტანონ ქალაქის მოწესრიგებასა თუ დაზარალებული ადამიანების დახმარებაში. გვინდა ყველა ამ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ. CDD-ს თანამშრომლები ამ მძიმე დღეებში ვდგავართ ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.

  

ძალიან მნიშვნელოვანია სრულიად საზოგადოება: საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს თითოეული მოქალაქე გავერთიანდეთ ამ სტიქიის შედეგების დაძლევისა და აღმოფხვრის საქმეში.

14-06-2015