განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელსაც რეგიონალური მასშტაბით მუშაობის რვა წლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია: დემოკრატიის და კანონის უზენაესობა, არჩევნების მონიტორინგი, ადმიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირება, გენდერი, სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, განათლება, კონფლიქტების მოგვარება და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა და სხვ.
ამ ეტაპზე როტაციის პრინციპიდან გამომდინარე, ორ წელიწადში ერთხელ რეგიონალური კოორდინატორების ქსელის გადახალისება მიმდინარეობს. შესაბამისად "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" (CDD) გუნდი იწვევს აქტიურ, ენერგიულ და მოტივირებულ მოქალაქეებს, საქართველოს ათივე რეგიონში - რეგიონალური კოორდინატორის თანამდებობაზე. ჩვენი ორგანიზაცია არის თანამშრომლების განვითარებაზე ორიენტირებული, თანასწორუფლებიანი დამსაქმებელი რომელიც მოუწოდებს ყველა ინდივიდს მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის წევრებს და მოხალისეთა ქსელის წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად.
CDD გუნდი მზად არის ყველასათვის თანასწორი გარემო შექმნას და უმცირესობების წარმომადგენელ ინდივიდებს მისცეს შანსი თანაბრად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და დაუბრკოლებლად შემოიტანონ განაცხადი. თითოეული კანდიდატის საკითხი ობიექტურად იქნება განხილული.
სამუშაო ადგილი/მდებარეობა: საქართველოს ათი რეგიონიდან ერთ-ერთში - სამეგრელო–ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, აჭარა, გურია, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი.
დასახელება: რეგიონული კოორდინატორი (10 რეგიონი)
მომწოდებელი: განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
სამუშაოს ტიპი: არასრული განაკვეთი
სპეციალური შენიშვნა: პოზიცია არ არის სრული, შესაძლებელია სხვა სამსახურთან შეთავსება
ძირითადი მოვალეობები:
* ორგანიზაციის საქმიანობის ადმინისტრირება და კოორდინაცია;
* საქართველოს რეგიონებში ორგანიზაციის წარმომადგენლობის გაძლიერება;
* ორგანიზაციის რეგიონალური დამკვირვებელთა და მოხალისეთა ქსელის წევრთა კოორდინაცია;
* პროექტის ფარგლებში შეხვედრების, ტრენინგების, სემინარების და სხვა აქტივობების ტექნიკური უზრუნველყოფა და ორგანიზება;
* ორგანიზაციის სახელით ურთიერთობა ადგილობრივ მედიასთან, ადგილობრივი ხელისუფლების და პოლიტიკურ პარტიის წარმომადგნელებთან, რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
* ორგანიზაციის წერილობითი და ზეპირი პრეზენტაციების უზრუნველყოფა;
* ანგარიშის მომზადება სათაო ოფისისათვის;
* ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება;
* მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია არასამთავრობო სექტორში);
* შესაბამისი რეგიონის სპეციფიკის ცოდნა;
* ენერგიული/მოტივირებული;
* კომპიუტერული, საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
* სასურველია საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
* რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე სასურველია კანდიდატი ფლობდეს ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ერთ-ერთ ენას (რუსული, სომხური, აზერბაიჯანული).
ვადები და პირობები:
კანდიდატებმა სრულად უნდა შეავსონ თანდართული აპლიკაციის ფორმა (http://www.jobs.ge/96655/) და არაუგვიანეს 2015 წლის 22 ივლისის, 17:00 საათისა, გადმოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - info@CDD.ge. გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "რეგიონალური კოორდინატორი".
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 790 333111, საკონტაქტო პირი - მარი ბენდელიანი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, შევსებული აპლიკაციის გარეშე თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.