CDD-ს სადამკვირვებლო მისიის შუალედური არჩევნების მონიტორინგის შედეგები 20:00 საათისათვის

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD)–ს სადამკვირვებლო მისიის წევრების  შეფასებით 20:00 საათისათვის სამივე საარჩევნო ოლქში საარჩვენო პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში. ამ დროისათვის პროცესის მიმდინარეობა, დაფიქსირებული რიგი მცირე დარღვევების მიუხედავარ, მისიის მიერ შეფასდა დადებითად. 

საარჩევნო მისიის მიერ 20:00 საათისათვის დაფიქსირდა შემდეგი ტიპის პროცედურული დარღვევები: მარკირების სითხის შემოწმებასთან დაკავშრებული პრობლემები, წილისყრის პროცედურის არასწორი თანმიმდევრობით ჩატარება, საარჩევნო უბნის ადრე გახსნა, ჩანაწერთა წიგნში ინფორაციის შეცდომით შეტანის რამოდენიმე ფაქტი, საარჩევნო უბნებზე ბიულეტენებისა და კონვერტების ნაკლებობით მიწოდება და სხვა.

ბაღდათის N 52 საარჩევნო ოლქის, მე–13 უბანზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის“დამკვირვებლის სტატუსით კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურებისა და კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას აკვირდებოდა წყალტუბოს გამგელის მოადგილე ბნ. ზურაბ ჯიმშელეშვილი, რაც საარჩევნო  კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.

ბაღდათის N 52 და სამტრედიის N54 საარჩევნო ოლქებში, რამოდენიმე საარჩევნო უბნისაკენ მიმავალ გზაზე, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა კოალიცია „ქართული ოცნების“  სააგიტაციო მასალა (დროშები, პლაკატეიბი). 

სამტრედიის ოლქში N 15 უბანზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო უბანზე კოალიცია „ქართული ოცნების“  ემბლემით ხმის მიცემის ფაქტი (მაისური, ქუდი).

ბაღდათის N 52 და სამტრედიის N 54 საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის დღის მიმდინარეობისას ფიქსირდება საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე, უბნის შესასლელ კარებთან პოლიტიკური პარტიების კოორდინატორთა და მხარდამჭერთა მობილიზაცია. კოორდინატორები აფიქსირებდნენ უბანზე მისული ამომრჩევლების მონაცემებს. აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს კანონდაღვევის ფაქტს, თუმცა შესაძლებელია აღნიშნული ქმედება შეფასებული იქნას, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლის მცდელობა.

CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ, ბაღდათის N 52 ოლქში, საარჩევნო უნბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, დაფიქსირდა პოლიციის თანამშრომელთა მობილიზაცია. დამკვირვებელთა მიერ არ იქნა დაფიქსირებული პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩართვის ან ჩარევის ფაქტები.

განვითარებიდა და დემოკრატიის ცენტრის დამკვირვებლები განაგრძობენ ხმის დათვლის პროცესის დაკვირვებას.

 

 

 

 

 

 

 

 

27-04-2013