8 მაისს, 15,00 საათზე, სასტუმრო "RADISSON BLU IVERIA"–ში გაიმართა ინტერფრაქციული ჯგუფის რიგით მე–5 სხდომა. განხილული იქნა ცვლილებების პაკეტი ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ", ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ იქნა წამორდგენილი რიგი მოსაზრებები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და კონტროლის მექანიზმების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე - ქეთევან ჩაჩავა ესწრებოდა.