17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა (აიდაჰო), რომელიც ოფიციალურად აღიარებულია ევროპის პარლამენტისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ. აღნიშნული დღე მსოფლიოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკისა და სტიგმატიზების წინააღმდეგ პროტესტის ფორმას წარმოადგენს.