CDD–ს წარმომადგენელი შერჩეული იქნა BRIDGE ფასილიტატორის მოსამზადებელ კურსზე მონაწილეობის მისაღებად

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა, შერჩეული იქნა BRIDGE ფასილიტატორის მოსამზადებელ 2 კვირიან კურსზე მონაწილეობის მისაღებად.

ფასილიტატორის მოსამზადებელი კურსი იყენებს “ტრენერთა ტრენინგის” მოდელს და მიზნად ისახავს საარჩევნო ტრენერების BRIDGE ფასილიტატორებად მომზადება-აკრედიტებას. კურსის განმავლობაში მონაწილე შეძლებს დაეუფლოს ტრენერის ტექნიკას, ფასილიტაციის უნარებს, ტრენინგის ჩატარების სხვადასხვა მიდგომებს; ასევე მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გაიარონ საარჩევნო ტრენინგთან დაკავშირებული საკითხები: საარჩევნო ტრენინგის სტრატეგიის დიზაინი, დაგეგმვა, ბიუჯეტის შედგენა, საარჩევნო ტრენერების პროგრამის დეტალური დაგეგმვა და საარჩევნო ტრენინგის მასალების შექმნა. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ოფიციალური ცერემონიის დროს, მონაწილეებს მიენიჭებათ BRIDGE -ის ნახევრად აკრედიტებული ფასილიტატორის სერტიფიკატი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ BRIDGE -ის მოდულების ჩატარებაში.

1-05-2013