30 ივლისს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, გაიმართა "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" მიერ, საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრთან პარტნიორობითა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობის შეფასება და არსებული გამოწვევების ანალიზი" შედეგების პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და ოზურგეთში არსებული მრავალბინიანი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი პრობლემების შეფასება და არსებული გამოწვევების ანალიზი, ჩატარებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგები, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობის საკანონმდებლო რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს პარლამენტისა და ამ თემებზე მომუშავეა დგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის ბოლოს გაჟღერდა "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინსტიტუტის განვითარებისათვის საჭირო რეკომენდაციების პრეზენტაცია.
კვლევის ანგარიში -