სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.

 

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სისტემაში არსებული ვითარება  გააცნო და მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. იგი ასევე, გაეცნო არასამთავრობო სექტორის ხედვას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მათთან ერთად პრობლემური თემებიც განიხილა. ეფექტური თანამშრომლობის მიზნით, მინისტრმა სთხოვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, განცხადების გაკეთების პარალელურად, იქვე მიუთითონ პრობლემის მოგვარების მათეული ხედვა.

 

ქეთევან ჩაჩავას განცხადებით,  შეხვედრა ნაყოფიერი იყო და ის ფაქტი, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი თავის საქმიანობას სამოქალაქო სექტორთან შეხვედრით იწყებს, ძალიან მნიშვნელოვანია.

 

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ მინისტრის პოზიციით საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, ასევე პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებისადგილობრივი საბჭოების მუშაობის კრიტერიუმებით და პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობით.

კახის კახიშვილის განმარტებით, დაწყებული რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია უახლოეს მომავალში საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტება და  საზოგადოებასა და სამინისტროს შორის ეფეტური დიალოგისა და ამავდროულად, უწყების გამჭვირვალობის ერთგვარი გარანტი იქნება, ხოლო რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებას, უნდა დადგინდეს სტანდარტები დაკრიტერიუმები, ასევე, უნდა განისაზღვროს იმ პირთა უნარ-ჩვევები, ვისაც მოუწევს დახურულ დაწესებულებაში შესვლა.

 

მინისტრის გადაწყვეტილებით, მსგავსი სახის შეხვედრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მინიმუმ ორ თვეში ერთხელ გაიმართება, გარდა ამისა, სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობისთვის საკონტაქტო პირი გამოიყოფა.

 

6-08-2015