CDD - ის სადამკვირვებლო მისია 2015 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე

6 სექტემბრს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ 2015 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირა განვითარებისა და დამოკრატიის ცენტრი (CDD), რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას განახორციელებს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.

31 ოქტომბრის პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით N11 საგარეჯოსა და N65 მარტვილის ორ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის N11.12 ჩაილურის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, N24 დმანისის საარჩევნო ოლქის N24.06 დიდი დმანისის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, N53 ვანის საარჩევნო ოლქის N53.07 ზედა ვანის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქსა და N66 ხობის საარჩევნო ოლქის N66.06 გურიფულის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის  სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან წინასაარჩევნო პერიოდს, კენჭისყრის დღის პროცესს (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა და შედეგების შეჯამება) და არჩევნების შემდგომ პერიოდს.

7-09-2015