საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდების მონიტორინგი

26 სექტემბრიდან განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) დამკვირვებლები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდებიან.

 

3 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელი იყო ინტერნეტის მეშვეობით. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ შეადგინა 3220. გამოცდის გამოცხადებიდან ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო ეხილა საგამოცდო ტესტები, როგორც ცესკოს ასევე სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე.

 

გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობაა 1 საათი. გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული გამოსაცდელისათვის ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა  უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.

21-09-2015