2013 წლის 29-30 აპრილსა და 1 მაისს კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში (CTC) გაიმართა 3 დღიანი ტრენინგი თემაზე: „ინსტიტუციური განვითარება და საორგანიზაციო გაძლიერება", რომელშიც 17 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა და განხორციელდა საქართველოში აივ პრევენციის პროექსტის მხარდაჭერით.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო CDD-ს პროგრამების მენეჯერმა – შორენა ჯაფარიძემ. ტრენინგის მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს ქართული არასამთავრობო / საზოგადობრივი ორგანიზაციების გაერთიანება (United Georgian COs for Healthy Lifestyle), რომლის მიზანია საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური განვითარებისა და ორგანიზაციული გაძლიერების ხელშეწყობა.