ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესის სენსიტიურობიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია პროცესი იყოს ღია, ობიექტური, გამჭვირვალე და თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევებისგან.
თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის დემოკრატიული სახელმწიფოს უზენაესი ღირებულება. "ყველას აქვს უფლება აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ყოველგვარი ჩარევის გარეშე აზრის ქონის, ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას მედიის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით და საზღვრების მიუხედავად". (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მე-19 მუხლი)
მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალობასა და კანონის უზენაესობის აღსრულებას.
იხილეთ სხვა განცხადება