ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის

23 ოქტომბერს ცესკოს სწავლების ცენტრში გაიმართა ტრენინგი საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებისთვის ცესკოში დამკვირვებელი ორგანიზაციის სტატუსით რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენლებმა.

 

 

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: დამკვირვებლის როლი საარჩევნო პროცესში, დამკვირვებლის უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის დღის პროცედურები, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

 

ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, საზოგადოებრივი დამცველი, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო, ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია, სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია.

 

 

23-10-2015