საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს

 

2015 წლის 28 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველო, 177 ხმით, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით იქნა არჩეული.

 

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" შეფასებით საქართველოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად არჩევა მნიშვნელოვანწილად წინ გადადგმული ნაბიჭია, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით, რაც თავის მხრივ საქართველოს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. მნიშვნელოვანია საქართველომ ეფექტურად შესასრულოს არა მხოლოდ გაეროს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, არამედ მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და გამოიყენოს გაეროს სისტემა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. საბჭოს წევრობა ახალი გამოწვევაა ქვეყნისთვის და მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ადამაინის უფლებათა საკითხებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს.

 

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო გაეროს 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

 

29-10-2015