განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2015 წლის 31 ოქტომბერის პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. CDD-ს სადამკვირვებლო მისია 30 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 5 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში. მისია ასევე ააკვირდება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანს - (№11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის №50 საარჩევნო უბანი - დაბა მუხროვანი).
CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა. საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა.
CDD-ს დამკვირვებლებმა კენჭისყრის დღეს დააფიქსირეს შემდეგი პროცედურული ხასიათის დარღვევები:
სამწუხაროთ, კვლავაც აქტუალურ საკითად რჩება ეგრეთ წოდებული "კოორდინატორების" მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც "ჟურნალში" კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებდნენ. აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა კვლავაც შესამჩნევი იყო, როგორც საგარეჯოსა და მარტვილის საარჩევნო ოლქში.
CDD-ის ცხელი ხაზზე (790 333 111) განხორციელდა 20-მდე სატელეფონო შეტყობინება კენჭისყრის პროცედურებისა და მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დარღვევებთან დაკავშრებით, რაზეც ჩვენმა დამკვირვებლებმა ადგილზე მოახდინეს შესაბამისი რეაგირება.
"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" ემიჯნება საგარეჯოს საარჩევნო ოლქში შემავალი უბნების მიმდინარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტებს და მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ საარჩევნო ადმინისტრაციას ნორმალურ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა, კანონიერი შედეგების უზრუნველსაყოფად.
სადამკვირვებლო მისია მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის შედეგების შესახებ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების დასრულების და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ.