„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ (CDD) საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით № 9 ნაძალადევის, № 52 ბაღდათისა და № 54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 2013 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მონიტორინგი 20 კაციანი სადამკვირვებლო მისიით განახორციელა.
სადამკვირვებო მისიის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი. დამკვირვებლები გაეცნენ არჩევნების დღის პროცედურებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს. ხელმოწერით დააფიქსირეს ორგანიზაციის ქცევის კოდექსის შესრულების მზაობა, მიიღეს სადამკვირვებლო ფორმები, სახელმძღვანელო და შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტაცია.