თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრები; კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. კომისიის სხდომას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარის მოადგილე მარინა ბენდელიანი.

 

უწყებათაშორისი კომისიამ შუალედური არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა. კომისიის სხდომაზე განიხილეს 2015 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნების დღეს არსებული პრობლემები, მათ შორის მუხროვანის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბანთან დაკავშირებით უჯარმის საარჩევნო უბანზე მომხდარი ფაქტი. კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით, უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, სპეცუბნებთან დაკავშირებით ცვლილებები შევა კანონმდებლობაში. კერძოდ, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმუშავებს. ჯგუფს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე (რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის წევრია) უხელმძღვანელებს. კომისიაში შევლენ შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, თავდაცვის, იუსტიციის სამინისტროების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, "სამართლიანი არჩევნების" და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ასევე, დეპუტატები პარლამენტიდან. 

 

პირველი სხდომა უწყებათაშორისმა კომისიამ 15 სექტემბერს გამართა. 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 1 სექტემბრის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანი 2015 წლის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა, რაც შუალედური არჩევნებისთვის ხელს შეუწყობს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს. იხილეთ ამ ეტაპისათვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები.

2-11-2015