2013 წლის, 12 ივნისს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე – ქეთევან ჩაჩავამ მონაწილეობა მიიღო ეროვნული კონფერენციაში „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით ფართო საზოგადოების ინფორმირება ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან და გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით მუშაობს ქვეყანაში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე. ამ მიმართლებით გაწეული სამუშაოების ფარგლებში უკვე შექმნილია „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის” დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ (საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 აგვისტოს № 1608 განკარგულება).
კონფერენციის შედეგად დაიგეგმა:
• საქართველოს ფართო საზოგადოებას შეექმნება წარმოდგენა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის საჭიროებასა და მნიშვნელოვნებაზე; მის მიმართულებებზე;
• საზოგადოება გაეცნობა საქართველოში მიმდინარე რეფორმებში ახალგაზრდობის როლის შესახებ სხვადასხვა სამინისტროების პოზიციასა და მოსაზრებებს.
• საზოგადოება გაეცნობა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შექმნის პროცესს; მისი მიმდინარეობის ფაზებსა და ვადებს.
• მოხდება პროცესში ჩართული პირების წარდგენა.
კონფერენციას დაესწრნენ ახალგაზრდობის თემატიკაზე მომუშავე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.