CDD საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებს ეხმაურება

 

 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო. როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირაში, მსგავსი ტერაქტები განხორციელდა ლიბანსა და ერაყში, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დიდი რაოდენობა ადამიანებისა კი დაშავდა.

 

ტერორიზმი არის კაცობრიობის წინაშე განხორციელებული ყველაზე დიდი დანაშაული და ბოროტება. მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ამ ბოროტების წინააღმდეგ. გვსურ სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის მთავრობას, აგრეთვე ბეირუთისა და ბაღდათის მოსახელობას.

 

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთის სახელმწიფოს ტერორიზმთან ბრძოლაში. ეს არის თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული საშინელი აქტი, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური პრინციპებს.

 

 

14-11-2015