1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე!

1 დეკემბერს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სათაო ოფისში, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტო, შეკითხვებისა და სლოგანების კონკურსი თემაზე "მე ვირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს", რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-მდე ახალგაზრდამ, როგორც თბილისიდან აგრეთვე საქართველოს რეგიონებიდან. კონკურსი რამოდენიმე ეტაპად ჩატარდა და 10 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთა სლოგანებისა და ფოტოების გამოფენა სათაო ოფისში მოეწყო. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და კონკურსებში გამარჯვებულებს საზეიმო ვითარებაში პრიზები, სუვენირები და სიგელები გადაეცათ.

 

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ღონისძიებაში მონაწილე ყველა ახალგაზრდასა და გულშემატკივარს, აგრეთვე წალკის N1 საჯარაო სკოლასა და ვალის N2 საჯარო სკოლას შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის. განსაკუთრებული მადლობა კომპანია "ზედაზენს" პროექტში გაწეული თანადგომისთვის.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი მსგავსი ტიპის ღონისძიებებს 2011 წლიდან ახორციელებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებას და ამავდროულად აივ ინფექციის, მავნე ჩვევების (ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი) უარყოფითი მხარეების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათი პრევენციის ხელშეწყობას.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ www.geoyouth.ge და www.facebook.com/Geoyouth გვერდებს.

 

1-12-2015