ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ორგანიზებით, ამა წლის 8–10 დეკემბერს, ქ. ბელგრადში, მოკლევადიან დამკვირვებელთა (STO) მოსამზადებელი რიგით მეთექვსმეტე ტრენინგი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელმა არჩილ ყანჩაველმა.
ტრენინგები გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო სტანდარტები და ძირითადი პრინციპები, სტრატეგიული გეგმის შემუშავება და კომუნიკაცია, პროცედურული დაცვისა და საარჩევნო პროცესის მდგრადი გაუმჯობესების მექანიზმები, სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობა და არჩევნებზე მოკლევადიანი დამკვირვებელთა უფლება-მოვალეობები.
ბელგრადში გამართულ სწავლებას, 17 ქვეყნის 29 წარმომადგენელი ესწრებოდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ისე სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებიდან, ასევე საჯარო და სახელმწიფო უწყებებიდან.