18 დეკემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირა განვითარებისა და დამოკრატიის ცენტრი (CDD), რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას განახორციელებს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები, საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 9 დეკემბრის N09/12/01 განკარგულების საფუძველზე, გამგებლის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
2016 წლის 28 იანვარს, თვითმმართველი თემის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები გარდაბნის N21 საარჩევნო ოლქის 63 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც რეგისტრირებულია 71,968 ამომრჩეველი.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან წინასაარჩევნო პერიოდს, კენჭისყრის დღის პროცესს (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა და შედეგების შეჯამება) და არჩევნების შემდგომ პერიოდს.