საინფორმაციო შეხვერდა "საქართველო და ევროკავშირი" ქუთაის-გაენათის ეპარქიაში

CDD-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით ქუთაის - გაენათის ეპარქიის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა თემაზე "საქართველო და ევროკავშირი".

 

შეხვერდას ესწრებოდნენ  სასულიერო გიმნაზიის მასწავლებლები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. სემინარი შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: "საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია", "საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება" და "თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის". პრეზენტაციები გააკეთეს მოწვეულმა ექსპერტებმა: მიხეილ მირზიაშვილიმა, ივანე ჩხიკვაძემ, ქეთევან ჩაჩავამ და გიორგი ფარეშიშვილმა.

 

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე

21-12-2015