საინფორმაციო შეხვერდა "საქართველო და ევროკავშირი" შემოქმედის ეპარქიაში

 

CDD-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართელოში ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით შემოქმედის ეპარქიასთან არსებულ ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა - სემინარი თემაზე "საქართველო და ევროკავშირი".

 

შეხვერდას ესწრებოდნენ  სასულიერო პირები, სამრევლო სკოლის მასწავლებლები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. სემინარი შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: "საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია", "საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება" და "თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის". პრეზენტაციები გააკეთეს მოწვეულმა ექსპერტებმა: მიხეილ მირზიაშვილიმა, ივანე ჩხიკვაძემ, ქეთევან ჩაჩავამ და გიორგი ფარეშიშვილმა.

 

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის დასასრულს სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე

 

8-02-2016