ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიასთან არსებულ საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლასა და საირხის (საჩხერის რ-ნი) წმ. ნინოს სახ. სასულიერო სკოლა-პანსიონში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები - სემინარი თემაზე "საქართველო და ევროკავშირი".
შეხვერდას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და სასულიერო სკოლის პედაგოგები. სემინარი შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: "საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია", "საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება" და "თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის". პრეზენტაციები გააკეთეს მოწვეულმა ექსპერტებმა: მიხეილ მირზიაშვილიმა, ივანე ჩხიკვაძემ, ქეთევან ჩაჩავამ და გიორგი ფარეშიშვილმა.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის დასასრულს სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე: ფოტო 1 ფოტო 2