ათასობით მოხალისე, სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, უნივერსიტეტებისა და სკოლების, ბიზნეს კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომაგენლებმა მიიღეს მონაწილეობა 16 ივნისს ჩატარებულ დასუფთავების ეროვნული აქციაში. მასშტაბურმა გარემოს დაცვითმა კამპანიამ მოიცავა თბილისი და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) შეუერთდა დასუფთავების აქციას. ორგანიზაციის რეგიონალურმა წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების აქციებში.
მასშტაბური გარემოს დაცვითი კამპანიის ფარგლებში დასუფთავების აქციები გაიმართა: ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, თელავში, საგარეჯოში, ზესტაფონში, სიღნაღში, ყვარელში, ფოთიში, ოზურგეთში, სტეფანწმინდაში, დუშეთში, გორში, ხაშურში, ქარელში, რუსთავში, მარნეულში, თეთრიწყაროში, წალკაში, ონში, ცაგერში, ლენტეხში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ბორჯომში. აქციას შეუერთდნენ აგრეთვე ბორჯომ-ხარაგაულის, თბილისის, ყაზბეგის, კოლხეთის, აჯამეთის, მტირალას, ქობულეთის, ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ალგეთის დაცული ტერიტორიები.