სემინარი "საქართველო და ევროკავშირი" ყვარელში

CDD-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართელოში ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით ყვარელში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა - სემინარი თემაზე "საქართველო და ევროკავშირი".

 

შეხვერდას ესწრებოდნენ ყვარლის ახალაგზრდული საკრებულოს წევრები და სხვადასხვა საჯარო სკოლის მასწავლებლები. სემინარი შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: "საქართველო და ევროკავშირი", "სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში". პრეზენტაციები გააკეთეს მოწვეულმა ექსპერტებმა: ქეთევან ჩაჩავამ და გიორგი ფარეშიშვილმა.

 

შეხვედრა წარიმართა დისკუსიის რეჟიმში. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ ექსპერტებმა უპასუხეს მონაწილეთათვის საინტერესო შეკითხვებს. შეხვედრის დასასრულს სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე

 

20-02-2016