CDD-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით შემოქმედის ეპარქიასთან არსებულ ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა- სემინარი თემაზე "საქართველო და ევროკავშირი".
შეხვერდას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და სასულიერო გიმნაზიის პედაგოგები. სემინარი შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: "საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია", "საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება" და "თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის". პრეზენტაციები გააკეთეს მოწვეულმა ექსპერტებმა: მიხეილ მირზიაშვილიმა, ივანე ჩხიკვაძემ, ქეთევან ჩაჩავამ და გიორგი ფარეშიშვილმა.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის დასასრულს სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე