CDD-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით სენაკის ღირსი ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა- სემინარი თემაზე "საქართველო და ევროკავშირი".
შეხვერდას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და გიმნაზიის პედაგოგები. სემინარი შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: "საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია", "საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება" და "თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის". პრეზენტაციები გააკეთეს მოწვეულმა ექსპერტებმა: მიხეილ მირზიაშვილიმა, ივანე ჩხიკვაძემ, ქეთევან ჩაჩავამ და გიორგი ფარეშიშვილმა.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის დასასრულს სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.