CDD-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართელოში ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით საქართველოს საპატრიარქოს, თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა - პანსიონში გაიმარათა საინფორმაციო შეხვედრა - სემინარი თემაზე "საქართველო და ევროკავშირი".
შეხვერდას ესწრებოდნენ სასულიერო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. სემინარი შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: "საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია", "საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება" და "თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის". პრეზენტაციები გააკეთეს მოწვეულმა ექსპერტებმა: მიხეილ მირზიაშვილიმა, ივანე ჩხიკვაძემ, ქეთევან ჩაჩავამ და გიორგი ფარეშიშვილმა.
შეხვედრა წარიმართა დისკუსიის რეჟიმში. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ ექსპერტებმა უპასუხეს მონაწილეთათვის საინტერესო შეკითხვებს. შეხვედრის დასასრულს სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე