10-11 მარტს, პროექტის "საქართველო და ევროკავშირი" ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბნ. დავით ბაქრაძე საქართველოს ეკლესიის გორისა და ატენის, ფოთისა და ხობის, ჭყონდიდის ეპარქიებს ეწვია.
შეხვედრებზე დავით ბაქრაძემ ევროინტეგრაციასა და ქვეყნისთვის ამ პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სასულიერო პირების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია, სადაც სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.
11 მარტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ა(ა)იპ ახალი საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოს საპაქრიარქოს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოაწერეს ხელი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. იხილეთ ბმული: http://gov.ge/s/a60e8
პროექტი "საქართველო და ევროკავშირი" ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით.
შეხვედრების ამსახეველი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე