ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც მრავალი მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დიდი რაოდენობა ადამიანებისა კი დაშავდა.
ტერორიზმი არის კაცობრიობის წინაშე განხორციელებული ყველაზე დიდი დანაშაული და ბოროტება, რომელსაც არ გააჩნია ეროვნება და რელიგია. მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ამ ბოროტების წინააღმდეგ და გააგრძელოს ეფექტური და კოორდინირებული ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. გვსურ სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, ბელგიელ ხალხს და ბრიუსელის მთავრობას.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი აღიარებს ევროპულ იდეალებსა და ფასეულობებს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ევროპის სახელმწიფოებს ტერორიზმთან ბრძოლაში. ეს არის თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული საშინელი აქტი, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური პრინციპებს.