საინფორმაციო შეხვერდა "საქართველო და ევროკავშირი" ბოლნისში

CDD-ს ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა - სემინარი თემაზე "საქართველო და ევროკავშირი".

 

შეხვერდას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, სასულიერო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. სემინარი შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: "საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია", "საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება" და "სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში". პრეზენტაციას უძღვებოდა ექსპერტი გიორგი ფარეშიშვილი.

 

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის დასასრულს სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

 

 

18-03-2016