სემინარი "საქართველო და ევროკავშირი" თბილისის ახალგაზრდულ ცენტრში

CDD-ს ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მდებარე თბილისის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა სემინარი თემაზე "საქართველო და ევროკავშირი".

 

სემინარს ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. სემინარი შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: "საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია", "საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება" და "თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის". პრეზენტაციას უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი მიხეილ მირზიაშვილი.

 

სტუდენტებს სამახსოვროდ გადაეცათ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ მომზადებული პუბლიკაცია "საქართველო და ევროკავშირი". პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის დასასრულს სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

 

25-03-2016