CDD საკრებულოს 2016 წლის 22 მაისის შუალედურ არჩევნებს დააკვირდება

31 მარტს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად განვითარებისა და დამოკრატიის ცენტრი (CDD) დაარეგისტრირა, რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას განახორციელებს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.

 

კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 22 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევს 6 საოლქო საარჩევნო კომისია.

 

2016 წლის 22 მაისს, მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები, 8 ადგილობრივი საარჩევნო ოლქის 19 საარჩევნო უბანზე ჩატარდება:

 

1. №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის კალინინოს თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  3 საარჩევნო უბანზე;

2. №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის ყარაჯალარის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე;

3. №30 კასპის საარჩევნო ოლქის მეტეხის თემის  ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 3 საარჩევნო უბანზე;

4. №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის სოფელ წყალტუბოს თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 4 საარჩევნო უბანზე;

5. №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის ქალაქ ოზურგეთის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე;

6. №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის დაბა ნასაკირალის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე;

7. №66 ხობის საარჩევნო ოლქის ყულევის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 1 საარჩევნო უბანზე;

8. №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის კორცხელის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 საარჩევნო უბანზე. 

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან წინასაარჩევნო პერიოდს, კენჭისყრის დღის პროცესს (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა და შედეგების შეჯამება) და არჩევნების შემდგომ პერიოდს.

31-03-2016