სასტუმრო "რედისონში", საარჩევნო თემებზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფსა და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვერდას ესწრებოდნენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფში შემავალი პოლიტიკურ პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელები. მათ შორის წარმომადგენელი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრიდან.
შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი განიხილეს, რომლითაც ინტერპარტიული ჯგუფი მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას ითხოვს.
ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი პოლიტიკური პარტიების განცხადებით ხელისუფლების მიერ დასახელებული არგუმენტები არადამაჯერებელია, ისინი ხელისუფლებისგან პასუხს 15 აპრილამდე ელოდებიან. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებისათვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის 2020 წლისათვის გადადება მიუღებელია.
შეხვედრის ფორმატში, არასამთავრობო სექტორთან გაიმართა კონსულტაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. სამუშაო ჯგუფმა დამსწრე საზოგადოებას წაუდგინა ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა ეტაპზეა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლებასთან დაწყებული მოლაპარაკება.