სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარის მოადგილე მარინე ბენდელიანი.

 

მინისტრის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობასა და სახალხო დიპლომატიის გზით პრობლემების მოგვარების გზებზე ესაუბრა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა გააცნო.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდებზე, სამოქალაქო როლსა და ჩართულობაზე, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ და განსახორციელებელ საქმიანობაზე.

 

შეხვედრა, სასტუმრო "რუმსში", ევროკავშირის პროექტის " შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დახმარება კომუნიკაციის სფეროში" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

12-04-2016