პროექტის "საქართველო და ევროკავშირის" ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ვანისა და ბაღდათის ეპარქიას ეწვია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე პროექტის "საქართველო და ევროკავშირის" ფარგლებში, ვანისა და ბაღდათის ეპარქიას ეწვია.

 

სახელმწიფო მინისტრი მიტროპოლიტ ანტონს, სასულიერო პირებს, სკოლა-გიმნაზიის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციასა და ქვეყნისთვის ამ პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სასულიერო პირების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა. შეხვედრის შემდეგ გამართა საინტერესო დისკუსია.

 

პროექტი "საქართველო და ევროკავშირი" ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით.

 

იხილეთ შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა

18-04-2016