CDD-ს წარმომადგენლები სემინარზე უკრაინის ქალაქ სუმიში იმყოფებოდნენ

CDD-ს წარმომადგენლებმა გიორგი ფარეშიშვილმა, მარინა ბენდელიანმა და კახაბერ ლომაძემ მონაწილეობა მიიღეს სემინარში "Let's make it home, რომელიც ამა წლის 14-22 აპრილს უკრაინის ქალაქ სუმიში გაიმართა.

 

სემინარი "Let's make it home" მიზანი გახლდათ ახალგაზრდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის პრაქტიკული და თეორიული ინსტრუმენტების გაზიარება, რომელსაც მომავალში გამოიყენებენ იძულებით გადაადგილებული პირებთან და ლტოლვილებთან მუშაობის დროს.

 

სემინარის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებთან. შეხვედრების ძირითადი თემა იყო: საკანონმდებლო ბაზის შედარება ქვეყნებს შორის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული არსებული მგომარეობისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, მონაწილე ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება და ა.შ.

 

სემინარში 14 ქვეყნის ახალგაზრდა თაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის 35 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

 

პროექტი განხორციელდა "აქტიური უკრაინელები ევროპაში"  (AUE) და ევროპიული ინოვაციების ცენტრის (CEI) მიერ, შვედური ნაციონალური სააგენტო ახალგაზრდებისათვის და სამოქალაქო საზოგადოებისათვის (Erasmus+) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

 

 

 

 

 

22-04-2016