არასამთავრობო სექტორი არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმას გაეცნო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, არასამათავრობო სექტორს არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა გააცნო. აღნიშნული დოკუმენტი ისეთ ძირითად პრიორიტეტებს მოიცავს, როგორიც არის საზღვრების დაყოფა, საარჩევნო დავები, ხმების დათვლა, არჩევნების უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ცესკოს ხელმძღვანელი პირები და აპარატის თანამშრომლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლები.

 

არჩევნებში ჩართულ მხარეებს, მათ შორის სამოქალაქო სექტორს, აქვთ პასუხისმგებლობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ კონკრეტული საქმიანობები, რათა ხელი შეეწყოს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების სანდოობის უზრუნველყოფას. არასამთავრობო სექტორმა რეკომენდაციების ნაწილი უკვე დღევანდელ შეხვედრაზე წარადგინა ხოლო სრულყოფილ მოსაზრებებს დოკუმენტის დეტალურად გაეცნობის შემდგომ წარუდგენს.

 

არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა ცესკომ IFES-თან თანამშრომლობით შეიმუშავა (რაც 2015-2019 წლების სტრატეგიული გეგმით არის გათვალისწინებული); დოკუმენტის მომზადებაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად ჩართულები იყვნენ IFES-ის საერთაშორისო ექსპერტებიც. 

 

შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა იხილეთ ბმულზე

5-05-2016