დღეს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლები: არჩილ ყანჩაველი და ლაშა მელაძე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელი პროცესები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. ასევე, წარდგენილ იქნა ინფორმაცია მიმდინარე მონიტორინგის შედეგებსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ახალი ვებგვერდის მზადებასთან დაკავშირებით.
ამასთან, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მომენტისთვის, შეიქმნება პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისია. კომისია დაკომპლექტდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, რომლებიც უშუალოდ დააკვირდებიან პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის პროცესს.