არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ე.წ. "კაბელების საქმის" დეტალებს გაეცნენ

პ/გ "თავისუფალი დემოკრატების"" ლიდერები ირაკლი ალასანია, ნინო გოგუაძე, ირაკლი ჩიქოვანი და ვიქტორ დოლიძე ე.წ. კაბელების საქმის ბრალდებულების ადვოკატებთან ერთად CDD-ის, IDFI-ის, TI-ის, CIDA-ის, NDI-ის, IRI-ის და საქართველოში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრა "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში გაიმართა, სადაც არასამთავრობო სექტრის წარმომადგენლები ე.წ. კაბელების საქმის დეტალებს გაეცნენ. საუბარი შეეხო იმ გადაცდომებს და კანონდარღვევებს, რომელსაც პროცესის მიმდინარეობის დროს პროკურატურის მხრიდან ჰქონდა ადგილი.

 

არასამთავრობო სექტორი ე.წ. კაბელების საქმეს აქტიურად დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს. საქმის ადვოკატებისგან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს დაცვის მხარისა და ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვები. შეხვედრაზე თხუთმეტამდე არასამთავრობო ორგანიზაცია იმყოფებოდა.

 

 

იხილეთ ვიდეო

 

13-05-2016