განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ქალაქ თბილისის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესს დააკვირდება.
ცესკომ საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე შპს "იუ სი ემი" -ს სტამბაში დამკვირვებლებად CDD-ის წამომადგენელი მარინე ბენდელიანი დაარეგისტრირა.
CDD-ის დამკვირვებლის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ბიულეტენები დაიბეჭდოს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, პროცესი იყოს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი 22 მაისს გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებს დააკვირდება. 20 დამკვირვებლისაგან შემდგარი სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან წინასაარჩევნო პერიოდს, კენჭისყრის დღის პროცესს (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა და შედეგების შეჯამება) და არჩევნების შემდგომ პერიოდს.