პროექტის "საქართველო და ევროკავშირი" ფარგლებში სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში შეხვედრები გაიმართა

 

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, პროექტის "საქართველო და ევროკავშირი" ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" დირექტორი ქეთევან ჩაჩავა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში იმყოფებოდნენ.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან. შეხვედრაზე ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

 

მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრი და საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელები სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელსა და ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დავით ბაქრაძემ ევროინტეგრაციასა და ქვეყნისთვის ამ პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სასულიერო პირების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა. სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის პროცესში ეკლესიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამოცდილებაზე გამახვილდა ყურადღება.

 

პროექტი "საქართველო და ევროკავშირი" ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით.

 

 

18-05-2016