წიგნის „საქართველო და ევროკავშირი" პრეზენტაცია

ევროპის დღეების ფარგლებში განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ მომზადებული წიგნის „საქართველო და ევროკავშირი - განვითარებისა და რეფორმების კვალდაკვალ" პრეზენტაცია მოეწყო.

 

ღონისძიება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ევროკავშირი - საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის პრეზენტაციაზე გაიმართა. სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის საფოსტო მარკის გამოცემა აღინიშნა. 

 

საფოსტო მარკის მაკეტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა წარადგილეს. საფოსტო მარკის გამოცემის იდეა ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ეკუთვნის.

 

ღონისძიების ფარგლებში განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ გამოცემულ წიგნთან ერთად აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი "ჰერას" მიერ მომზადებული აუდიო ბროშურის "NATO და ევროკავშირი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები" პრეზენტაციაც მოეწყო.

 

საღამო თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა გააფორმეს.

19-05-2016