აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა სასტიკად გმობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტს და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გ. ოთხოზორია პროდუქტის გადატანას ცდილობდა, რა დროსაც ე. წ. მესაზღვრესთან შელაპარაკება მოუვიდა. შელაპარაკების შედეგად ე. წ. მესაზღვრემ გ. ოთხოზორიას მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად გ. ოთხოზორია იმ დღესვე გარდაიცვალა. ამასთან, მოგვიანებით გავრცელდა აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ვიდეო-მასალაში ჩანს, როგორ გადმოდიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე. წ. მესაზღვრეები და გ. ოთხოზორიას ჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფას, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებებს აყენებენ.
2016 წლის 21 მაისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება გ.ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისა და გადაზიდვის ფაქტზე ე. წ. მესაზღვრის, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.
აღნიშნული ფაქტი სიცოცხლის უფლების უხეშ ხელყოფას წარმოადგენს, რაზეც საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგელობა ერთმნიშვნელოვნად ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 22 ნოემბერს რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის გაფორმდა შეთანხმება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ. მოცემული დოკუმენტი სხვადასხვა საკითხთან ერთად არეგულირებს დანარჩენი საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებულ ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრების ერთობლივი დაცვის საკითხს. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, სწორედ რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს დანარჩენ საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებულ ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვარს მისი სასაზღვრო ჯარების მეშვეობით.
დამატებით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ მომხდარი ფაქტი ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ვითარებას ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით და კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე. ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებს და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას ასევე, დეტალურად აღწერს საქართველოს სახალხო დამცველი მის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ამასთან, მოვუწოდებთ:
საქართველოს ხელისუფლებას:
საერთაშორისო საზოგადოებას:
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
2.ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
3.ევროპული ინიციატივა - ლებრალური აკადემია თბილისი
4.საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
5.საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
6.ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”
7.ადგილობრივი დემოკრატის სააგენტო საქართველო
8.ადამიანის უფლებათა ცენტრი
9.მეწარმე ქალთა ფონდი
10.სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი
11.განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი
12.ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
13.კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
14.ანალიტიკური ცენტრი მსოფლიო გამოციდლება საქართველოსთვის
15.პროფესიული კავშირების გაერთიანება
16.ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"
17.იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობა”
18.ასოციაცია "სკოლა-ოჯახი-საზოგადოება"
19.ფონდი "კავკასიის ეკოლოგია"
20.ასოციაცია „ქალი და ბიზნესი"
21.ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება
22.სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში
23.საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი
24.ასოციაცია „ფსიქეა“
25.საქართველოს ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენების ასოციაცია
26.ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის
27.ასოციაცია „ათინათი“
28.კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი"
29.სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
30."კავკასიური მოზაიკა"
31.სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
32.ახალგაზრდული ალტერნატივა
33.ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესაბჭო
34.ადამიანის უფლებათა სახლი
35.საზოგადოებრივი დამცველი
36.ჯანმრთელი სამყარო
37.ახალგაზრდები სამართლიანობისთვის - საქართველო
38.ჯანმრთელი ბავშვები
39.საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია ”საქართველოს ჩაი”
40.კავკასიური სახლი საქართველო
41.საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი
42.ასოციაცია "გადავარჩინოთ მომავალი თაობა"
43.მეგობრობის ხიდი ქართლოსი
44.საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
45.ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო
46.ასოციაცია ”იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
47.საერთო სამოქალაქო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველო”
48.ასოციაცია ”მერკური”
49.ფონდი ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”
50.პედაგოგთა კავშირი ”განათლება და სამყარო”
51.კონსტიტუციის 42 მუხლი
52.საქართველოს პრესის ასოციაცია
53.სტუდია ,,რე“
54.საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტები
55.საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო
56.საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
57.ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია
58.ქალთა საინფორმაციო ცენტრი
59.საერთაშორისო ასოციაცია ”კივიტას გეორგიკა”
60.ასოციაცია ,, დეა“
61.ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
62.კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი
63.რეპატრიანტთა კავშირი
64.გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
65.ევროპული ინტეგრაციის ფორუმი
66.კვლევების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი
67.“საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“
68.საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი
69.მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი
70.ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
71.ასოციაცია - საზოგადოება განვითარებისთვის
72.სათემო ფონდი ”ადგილის დედა”
73.სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
74.გორის საინფორმაციო ცენტრი
75.ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
76.ევროპის ფონდი
77.ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი