საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდში (GFSIS) საქართველოს საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა პლატფორმის წევრი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ყანჩაველი.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412-ე მუხლი ითვალისწინებს საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პალტფრომის დაფუძნებას, რომელმაც უნდა მოახდინოს შეთანხმების განხორციელბის მონიტორინგი და შეიმუშაოს რეკომენდაციები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსა და სხვა რელევანტული ინსტიტუტებისთვის, საქართველოს და ევროკავშირის მთავრობებსა და პარლამენტებისთვის.
პლატფორმაში ევროკავშირისა და საქართველოს მხრიდან სულ 18 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული, მათ შორის განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD). შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩამ იანოშ ჰერმანმა გახსნეს.
საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, რომლის მიზანია შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისა და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი განვითარების მხარდაჭერის ხელშეწყობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ასოცირების ჯგუფი გაუწევს მონიტორინგს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებას.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ სახელმწიფოს მხრიდან შეფასებები გააკეთეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოს ჰერმანმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
შეხევდერაზე დამსწრე ევროკავშირისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გააცნეს საზოგადოებას თავიანთი მოსაზრებები ასოციერების შეთანხმების განხორცილებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დამტკიცდა პლატფორმის სამუშაო განაწესი და მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება.
საქართველო-ევროკავშირის პლატფრომის შემდეგი სხდომა გაიმართება ბრიუსელში, მიმდინარე წლის დეკემბერში.