26-27 ივნისს, სასტუმროში „ლოპოტა რეზორტ“ გაიმართა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის სამოქმედო გეგმის შემუშავებისადმი მიძღვნილი კონფერენცია. რომელსაც ესწრებოდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელი მარინე ბენდელიანი.
კონფერენციას ესწრებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, არჩილ ყარაულაშვილი; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წევრები; აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრის პოლიტიკის ანალიტიკოსი, დოვილ სუკაიტე; აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის თანა-თავმჯდომარე, ვლადისლავ ვილიჩკა; აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, კახა გოგოლაშვილი; აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ეროვნული კოორდინატორი, ლაშა ტუღუში და პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წევრებთან ერთად პლატფორმის წევრმა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს მემორანდუმის სამოქმედო გეგმა, რომელიც ძალაში შევა მისი საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.
კონფერენცია ორგანიზებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ ევროკავშირის პროექტის “სამოქალაქო საზოგადოება. დიალოგი პროგრესისათვის” მხარდაჭერით.