CDD თურქეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს.

 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. დიდი რაოდენობა ადამიანებისა კი დაშავდა.

 

ტერორიზმი არის კაცობრიობის წინაშე განხორციელებული ყველაზე დიდი დანაშაული და ბოროტება, რომელსაც არ გააჩნია ეროვნება და რელიგია. მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ამ ბოროტების წინააღმდეგ და გააგრძელოს ეფექტური და კოორდინირებული ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ.

 

გვსურ სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, აგრეთვე თურქ ხალხსა და მთავრობას. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი აღიარებს ევროპულ იდეალებსა და ფასეულობებს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ევროპის სახელმწიფოებს ტერორიზმთან ბრძოლაში. ეს არის თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული საშინელი აქტი, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური პრინციპებს.

29-06-2016